“ტიპიც ხარ და არაკაციც, “გამოდი გარეთ, აგხევ ნაკერებზე” – დაპირისპირება სემეკის სხდომაზე (ვიდეო)

სიტყვიერი დაპირისპირება სემეკის სხდომაზე – “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი გუგავასა და სემეკის კომისიის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. გიორგი გუგავა გაზის ტარიფთან დაკავშირებით კითხვას სვამდა, რა დროსაც კომისიის ერთ-ერთმა წევრმა შეაწყვეტინა და უთხრა, რომ ის დემაგოგიას ეწევა. ვიდეოს “ტვ პირველი”- ავრცელებს. 

“არ გრცხვენიათ, გავიგეთ, მაგრამ არ დაიღალეთ ამ დემოგოგიით? ტიპიც ხარ და არაკაციც”– მიმართა სემეკის კომისიის წევრმა გიორგი გუგავას.

“გამოდი გარეთ, აგხევ ნაკერებზე”– ასე უპასუხა “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.