გრიპის სეზონის შემდეგ ტკიპების სეზონი იწყება– დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

 

“გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად ტკიპების სეზონი იწყება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

იმნაძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა რომ ტკიპებისგან  მოსახლეობამ, განსაკუთრებით ფერმერებმა, მინდვრების სამუშაოების ან ბუნებაში გასვლის დროს თავი, მაქსიმალურად უნდა დაიცვან  ტკიპების დაკბენისგან ე.წ. დამაფრთხობლებით.

„გრიპის სეზონი გაგრძელდება აპრილის შუა რიცხვებამდე. ორსულებს კვლავ ვურჩევთ, აიცრან, რადგან მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

პაატა იმნაძის განცხადებით ზამთარში გავრცელებული იყო „ღორის გრიპი“ (H1N1), ახლა ვრცელდება H3N2 და ბე (B) ტიპის ვირუსიც.

იმნაძის თქმით, საქართველოში წითელას საწინააღმდეგო ვაქცინა საკმარისი რაოდენობითაა და ინფექციური ვირუსული დაავადების შეჩერება საყოველთაო აცრითაა შესაძლებელი.მისივე თქმით, წელს საქართველოში წითელას 2 100-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.