იაპონიის ქალაქ ოსაკაში გაზაფხულის ბაშოს მე-3 დღის ორთაბრძოლები გაიმართა. ქართველი ოძეკი ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) დებიუტანტ კომუსუბი ჰოკუტოფუჯის შეხვდა და ოშიდაშით დამარცხდა.
ტოჩინოშინი დამაჯერებლად ვერ გამოიყურება და 3 ბრძოლის შემდეგ ქართველ სუმოისტს 1 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს. როგორც ცნობილია ლევანს ტრავმა არ აწუხებს და ფიზიკურად მზად იმყოფება ორთაბრძოლებისთვის, თუმცა შედეგები სხვა რამეზე მეტყველებენ.
ბაშოს მე-4 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიკიგი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი წინაა – 3:2. ბოლო დაპისირპირებაში ნიშიკიგიმ უვატენაგეს ილეთით აჯობა ქართველს.