ტოჩინოშინის მე-5 მარცხი – რთულ მდგომარეობაშია ქართველი გოლიათი

ქალაქ ოსაკაში მიმდინარე ბაშოზე 11-ე სატურნირო დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ მე-5 მარცხი იწვნია. ტოჩინოშინი დღეს  ოძეკ ტაკაიასუს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში ცუკიოტოშის ილეთით დამარცხდა.

ლევან გორგაძეს 6-5 ბალანსი აქვს. შეგახსენებთ, ტოჩინოშინს დარჩენილ ოთხ ბრძოლაში მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოძეკის ტიტულს ჩამოართმევენ.

ხვალ ქართველი ოძეკი ლეგენდარულ ჰაკუჰოს შეხვდება. ჰაკუჰო მიმდინარე ბაშოზე ჯერ-ჯერობით დაუმარცხებელია 11-0. ურთიერთშეხვედრებში კი ძალიან დიდი უპირატესობა აქვს 26-1.

წარმოგიდგენთ ლევანის დღევანდელ ბრძოლას: