ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მეტსახელად ”ტოჩინოშინი” ნაცუ ბაშოზე წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. მეათე სატურნირო დღეს მას 9 გამარჯვება და 1 მარცხი დაუგროვდა.
დღეს ქართველი გოლიათი კომუსუბი მიტაკეუმის დაუპირისპირდა და იორიკირის ილეთით დაამარცხა. მიტაკეუმი ბოლო პერიოდში ტოჩინოშინისთვის სასურველ მეტოქედ ჩამოყალიბდა, ბოლო 5 შეხვედრიდან ქართველმა რიკიშიმ მიტაკეუმის 5-ივე მოუგო.
ლევან გორგაძე სატურნირო რეიტინგის სათავეშია და პირველ ადგილს იოკუძუნა კაკურიუსთან და მე-8 მაეგაშირა ასანოიამასთან ინაწილებს. სამივე მებრძოლს 9 გამარჯვება და 1 მარცხი აქვთ.
ბაშოს მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მე-4 მაეგაშირა აბი იქნება, ახალგაზრდა სუმოისტს ქართველი ურთიერთშეხვედრებში 3:0-ს უგებს. აბისთან დაპირისპირებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამ ბრძოლის მოგების შემთხვევაში ლევანი ოძეკის წოდებას დაიბრუნებს.
მეორე ქართველი თეიმურაზ ჯუღელი ერთი რანგით დაბალ დივიზიონში, ჯურიოში მე-3 ნომერ კიოკუშუჰოს შეხვდა და ტოჩინოშინის მსგავსად, მანად იორიკირის ილეთით იმარჯვა. ქართველ სუმოისტს 7-3 ბალანსი აქვს და დადებითი ბალანსის დასაფიქსირებლად ერთი მოგება რჩება. ამის მიღწევა გაგაგამარუს უკვე შემდეგ ბრძოლაში, მე-11 ნომერ კირიბაიამასთან შეუძლია.