ქართველი გოლიათი ნაგოია ბაშოზე საკუთარ თავს არ ჰგავს. ტოჩინოშინმა 4 ორთაბრძოლაში 1-ის მოგებაც ვერ მოახერხა და ჯერ-ჯერობით ტურნირის აუტსაიდერებს შორისაა.
ლევანი დღეს ბაშოს მე-4 სატურნირო დღეს მე-3 მაეგაშირა დაიეშოს შეხვდა და ოშიდაშის ილეთით დამარცხდა.
როგორც ცნობილია, ტოჩინოშინს მუხლისა და მხრის ტრავმები აწუხებს და საკუთარ სუმოს ვერ აჩვენებს. წინა ბაშოზე მიღებულ მუხლის ტრავმას მიმდინარე ბაშოსთვის მოსამზადებელ ვარჯიშებზე მხრის ტრავმაც დაემატა და ლევანი ფაქტობრივად ნახევარი ძალით ასპარეზობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია გააგრძელებს თუ არა იგი ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობას, რადგან მას დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან 8-ის მოგება სჭირდება, რათა კადობანში არ აღმოჩნდეს და მომავალ ბაშოზე მის ოძეკის ტიტულს საფრთხე არ შეექმნას. როგორც მოგეხსენებეთ, წესების თანახმად ბაშოს მიმდინარეობასთან ერთად მას უფრო და უფრო ძლიერ სუმოისტებთან მოუწევს დაპირისპირება.
ვერც მეორე ქართველი სუმოისტისთვის გამოდგა ზაფხულის ბაშო წარმატებული. ლევან ჯუღელმა, იგივე გაგამარუმ, 4 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 1-ში მოახერხა გამარჯვების მოპოვება.