ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იაპონიაში მიმდინარე ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობა ტრავმის გამო დაასრულა.
ტოჩინოშინს ტრავმა პირველივე დღიდან ეტყობოდა. ის ვერ აჩვენებდა საკუთარ ძალისმიერ სუმოს და აშკარა იყო, რომ მარჯვენა ფეხს მუხლის გამო ვერ ეყრდნობოდა. ლევანმა ნაგოია ბაშო 0-5 ბალანსით დაასრულა.
საბედნიეროდ მის ოძეკის წოდებას საფრთხე ამით არ ემუქრება. ლევანმა მზადება ნოემბრის ბაშოსთვის უნდა დაიწყოს, სადაც მას მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება იმისათვის, რომ წოდება შეინარჩუნოს.
მეორე ქართველი გოლიათი ლევან ჯუღელი, იგივე ,,გაგამარუ” ბაშოზე ასპარეზობას განაგრძობს. მას 6 ბრძოლის შემდეგ მხოლოდ 1 გამარჯვება მოუგროვდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბოლო ბრძოლა გაგამარუმ კოჭლობით დატოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ისიც ტკივილებით ასპარეზობს.
განაგრძობს თუ არა გაგამარუ ზაფხულის ბაშოზე ასპარეზობას ან ჩაეხსნება თუ არა ტოჩინოშინის მსგავსად ტურნირს ჯერ-ჯერობით უცნობია.