ტონობით მანდარინს ნაგავსაყრელზე ყრიან: ვიდეოკადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან

ოკუპირებულ აფხაზეთში ასეულობით ტონა ნაგავსაყრელზე გადაყრილი მანდარინის კადრები გავრცელდა – ეს ის მანდარინია, რომელიც რუსეთში გასაყიდად ვერ გააქვთ, რადგან სარეალიზაციოდ შესაბამისად არ გამოიყურება. ციტრუსით მდიდარ ოკუპირებულ რეგიონში კი არ არსებობს გადამამუშავებელი საწარმო, ამიტომ ტონობით პროდუქტს ნაგავში ყრიან.