უთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.„ტორპედო“ ქუთაისის მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში კლუბისთვის ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება. ქუთაისურ კლუბში შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო „ტორპედო“ ათამდე ფეხბურთელმა დატოვა.
“”ტორპედოს” აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა ზაალ ჩაჩავამ კლუბის დატოვება ოფიციალურად გადაწყვიტა.
შედეგად, კლუბი მერიის ბალანსზე გადავა, რომელიც, თავის მხრივ, უახლოეს პერიოდში “ტორპედოსთვის” ახალი სპონსორის მოძიებას შეეცდება.”- წერია განცხადებაში.
როგორც “2020News”-ი აცხადებს “ტორპედოს” ბიუჯეტიდან თანხა კლუბის მფლობელმა ზაალ ჩაჩავამ მიითვისა.12 მილიონ დოლარის ნაწაილი ზაალ ჩაჩავამ ტოტალიზატორში წააგო ხოლო დარჩენილი თანხით მან კანადაში უძრავი ქონება შეიძინა.