ამდროისათვის გავრცელებული ინფორმაციით, თუშეთის გზის მე-18 კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა.
დაშავდა „ჯიპის“ ტიპის ავტომობილში მსხდომი ორი ადამიანი. ინფორმაციას თუშეთი შენაქოს ფეისბუქის გვერდი ავრცელებს.
ავტომანქანის მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს. შემთხვევის ადგილზე რჩებიან სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით, თუშეთში მანქანის გადავარდნის შედეგად დაღუპულიც და დაშავებულიც საქართველოს მოქალაქეები არიან.