ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა მამაკაცი ქობულეთის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთი ბავშვია დაღუპულთა შორისაც
როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა, ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.