მუხის ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ეზოში მეგობრობის ნიშნად დარგეს, გახმა. მაკრონმა მუხის ხე დონალდ ტრამპს 2018 წელს აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის დროს საჩუქრად გადასცა.
პრეზიდენტებმა ხე ერთობლივად საზეიმო ვითარებაში დარგეს, მათთან ერთად იმყოფებოდნენ პირველი ლედები.