ტრანსგენდერი ქალები თბილისი პრაიდს არ უერთდებიან

„ტრანსგენდერი ქალები თბილისი პრაიდს არ ვუერთდებით“, – ამის შესახებ ტრანსგენდერმა ქალმა  გაბრიელა როსკიპოვამ „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იმ რისკების გამო მიიღეს, რაც მათუსაფრთხოებას  საფრთხის ქვეს აყენებს.

„ჩვენ არ ვუერთდებით ღირსების მარშს. ამავდროულად, მივმართავთ შსს-ს, რომ დაიწყოს გამოძიება და მიიღოს ზომები გახშირებულ თავდასხმებზე, რადგან ჩვენ მშვიდობიან გარემოში ცხოვრება შევძლოთ. სექს სამუშაოში ჩართულ ქალებს გადარჩენისთვის ბრძოლა ყოველდღიურად გვიწევს. ჩვენი არსებობა საზოგადოების დიდი ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ვინიღბებით და ვიმალებით, რადგან შეიძლება მოგვკლან. ისევე, როგორც ჩვენი სხვა მეგობრები. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არ არის საშუალება მივღოთ უმაღლესი განათლება. დასაქმებაზეც უარს გვეუბნებიან, რომ არაფერი ვთქვათ, ოჯახზე, საიდანც გვდევნიან. ეს გადაწყვეტილება 2013 წლის 17 მაისის მოვლენებმაც გადაგვაწყვეტინა,“ – განაცხადა როსკიპოვამ.

18-23 ივნისის ჩათვლით თბილისში პრაიდის კვირეული გაიმართება,  თუმცა, ორგანიზატორები უსაფრთხოებიდან გამომდინარე ლოკაციას არ ასახელებენ.  

„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „თბილისი პრაიდს“ ჩატარების უფლებას არ მისცემენ. დღესვე განცხადება გაავრცელა საქართველოს საპატრიარქომაც.