ტრანსპორტზე ყალბი დასკვნების გაცემის გამო ტექნიკური ინსპექტირების ოთხი თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება – გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. „ყვითელ“ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით,”-ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.