„ტრიბუნიდან – ტრიბუნალამდეა ჩვენი მოძრაობა!“–დავით ჭიჭინაძე ქუთაისში მოძრაობის წევრებს შეხვდა

„ტრიბუნიდან – ტრიბუნალამდეა ჩვენი მოძრაობა!

ჩვენ უნდა ვთქვათ ის სიმართლე, რაც ბოლო 30 წელია ხდება ჩვენს ქვეყანაში და რამაც ქართველი ადამიანი ასე დააბეჩავა!

როდესაც პოლიტიკაში მოდიხარ, მთავარია შედეგი დადო და ხალხთან იყო პირნათელი პირველ რიგში, თორემ მერე ახსნა-განმარტება აღარავის სჭირდება, უბრალოდ აღარავინ გაპატიებს.

რადგან ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და არა ის დაპირებები, რასაც ბოლო 30 წელია ვისმენთ, არა კლანური მმართველობა და ადამიანების ხარჯზე გამდიდრებული მცირე დაჯგუფეფების მიერ წილების გადანაწილების ყურება, თუ სმენა.

ამიტომ ჩვენს მოძრაობაში გელოდებით ყველას, ვინც თვლის, რომ ამ წლების განმავლობაში მომავალი მოგვპარეს. “

ასე მიმართა პოლიტიკური მოძრაობის დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა ლიდერმა მხარდამჭერებს ქუთაისში.

10 ნოემნრიდან პოლიტიკური მოძრაობის, დავით ჭიჭინაძე -ტრიბუნა, დამფუძნებლებმა მხარდამჭერებთან შეხვედრა დაიწყეს.

პირველი შეხვედრა ქუთაისში. იმერეთის რეგიონის მხარდამჭერებთან შედგა.

შეხვედრის ბოლოს  პოლიტიკური მოძრაობის ადგილობრივი დელეგატები აირჩიეს.