ტრისტან წითელაშვილი აცხადებს, რომ 9 მაისს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავზე პატივის მისაგებად ცეცხლსასროლი იარაღით აპირებს მისვლას. ამის მიზეზად, რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებული წითელაშვილი, მის წინააღმდეგ დაგეგმილ პროვოკაციას ასახელებს. მისი განცხადებით, მას თავს არაერთხელ დაესხნენ თავს, ამიტომ წითელაშვილი არ გამორიცხავს თავდაცვისთვის მას იარაღი დასჭირდეს.
“ყოველთვის იარაღით დავდივარ, სამხედრო მაღალჩინოსანი ვარ, შესაბამისად, კანონი მე ამის საშუალებას მაძლევს”, –აცხადებს წითელაშვილი.
ტრისტან წითელაშვილი, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული, 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლდა. მას ბრალად 2008 წლის აგვისტოს ომში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობა და საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება ედებოდა.