“წადი, წადი”, “მოიხადოს ბოდიში ქართველი და გორელი ხალხის წინაშე”- ამ ლოზუნგებით შოთა უტიაშვილის სახლთან აქცია იმართება.
გორელი აქტივისტები შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნისგან ბოდიშს მოითხოვენ.
მათი უკმაყოფილება სოციალურ ქსელში უტიაშვილის ფეისბუქ სტატუსს მოჰყვა, სადაც მან რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე დაწერა.