ქურდობის მორიგი მსხვერპლი მსახიობი და ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძეა.მუსერიძის აგარაკი კოჯორში იმ დროს გაქურდეს, როცა ოჯახი ადგილზე არ იმყოფებოდა.
“წაღებულია ჭიშკარი, სახლის შესასვლელი კარი, ჟალუზები, ფანჯრები, მაგიდები, სკამები. რაც მოახერხეს, ალბათ ჯართში რაც უნდა ჩაებარებინათ ის წაიღეს. საქმე აღძრულია, დაკითხვაზე უკვე იყვნენ ოჯახის წევრები. ეჭვი არ გვაქვს არავისზე, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ გვაქვს ვის უნდა წაეღო ეს ნივთები,”-განაცხადა მსახიობმა თამუნა მუსერიძემ.
საქმეზე გამოძიება ქურდობს მუხლით მიმდინარეობს.