ავტოავარია წალენჯიხაში- ხის მორებით დატვირთული სატვირთო ხრამში გადავარდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი პირი. დაშავებულები ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო.