უბედური შემთხვევა წალენჯიხაში – დაახლოებით, 45 წლის ქალი ხევში ჩავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცურდა. თვითმხილველების თქმით, ქალი ადგილობრივებმა და მაშველებმა ამოიყვანეს.
დაშავებული წალენჯიხის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.