წალკის მუნიციპალიტეტში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანში 80 წლამდე ასაკის მამაკაცი საკუთარ  სახლში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, დამნაშავეები  სახლში ძარცვის მიზნით შევიდნენ.

გარდაცვლილი თანასოფლელებმა ნახეს, არსებული ინფორმაციით, მოხუცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლითაა დაწყებული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.