,,c ჰეპატიტის სამკურნალო წამლები იყო და ამ ხალხს ელოდებოდა, ეს ხალხი არ მივიდა”,- აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი.
პაატა იმნაძე მედიკამენტების გაფუჭებას იმით ხსნის, რომ c ჰეპატიტით დაავადებული ადამიანები არ მკურნალობენ, რადგან ,,ქართველი კაცის ხასიათი ასეთია, თუ არაფერი აწუხებს , არ მკურნალობს.”
,,c ჰეპატიტი არის ისეთი დაავადება, რომელიც “ჩუმი მკვლელია”. მთელი ცხოვრება შეიძლება გქონდეს და არ შეგაწუხოს, ქართველი კაცის ხასიათი ხომ იცით? თუ არაფერი აწუხებს, რატომ უნდა წავიდეს და იმკურნალოს? ძალიან ბევრი ადამიანი არ მიდის უბრალოდ”,- ამბობს იმნაძე.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში დაახლოებით 16 000 ადამიანია, ვისაც c ჰეპატიტი აქვს, მაგრამ პროგრამაში არ ერთვება.
,,ლაპარაკია 2000 დოზაზე, მაშინ, როდესაც დღესაც კი, არის დაახლოებით 16 ათასი კაცი, ვისაც დადასტურებულად აქვს c ჰეპატიტი. ეს 16 ათასი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენჯერმე უკავშირდებიან, თხოვენ, რომ ჩაერთონ პროგრამაში, ეს ხალხი დღემდე არ არის ჩართული პროგრამაში”.
შეგახსენებთ, რომ აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს 560 645 083 ლარის ღირებულების c ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები გაუფუჭდა. გაფუჭებული მედიკამენტებით 2321 ადამიანის განკურნება იქნებოდა შესაძლებელი.