ჰოლანდიაში მოღვაწე ოჯახის ექიმი, ნინა ბაკაშვილი სამედიცინო სოციალურ ქსელში წერს, რომ გაციების საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატის გამოყენებამ შესაძლოა კორონავირუსით დაინფიცირების რისკი გაზარდოს. ექიმი მედიკამენტებს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით ასახელებს.
„ვინც გაციებული ხართ, ან სიცხე გაქვთ არ მიიღოთ იბუპროფენი, დიკლოფენაკი, ნუროფენი, ან სხვა NSAID-ის პრეპარატები!!!
მე, როგორც ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე ოჯახის ექიმი გირჩევთ ამას. აღნიშნული რეკომენდაცია დაფუძნებულია ბრიტანულ ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე და ვირუსოლოგებისა და ნევროლოგების რჩევაზე. ეს პრეპარატები ზრდიან ACE-2 -ის რეცეპტორების მგრძნობელობას და ორგანიზმში კორონავირუსის შეჭრას აადვილებენ.
თითქმის ყველა ახალგაზრდა პაციენტი, რომელიც ინტენსიურ თერაპიაში მოხვდა აღმოჩნდა, რომ იღებდა ამ პრეპარატებს.
ექიმებს გთხოვთ, რაც შეიძლება სწრაფად გააზიაროთ აღნიშნული მესიჯი”, – წერს ნინა ბაკაშვილი.