“წამოდი ჩემთან სახლში მოგესიყვარულოო”- 11 წლის გოგონას ოჯახი 70 წლის მეზობელს სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.
შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც არასრულწლოვანის დედის თქმით, მის შვილზე ძალადობას ცდილობდა, ამ დროისთვის დაკავებულია.
როგორც არასრულწლოვანი გოგოს დედა ტელეკომპანია “მთავართან” ამბობს, თანასოფლელი კაცი არასრულწლოვნის იძულებით საკუთარ სახლში წაყვანას ცდილობდა.
“გზაზე იჯდა, უთქვია რა კარგი ბავშვები ხართო. შემდეგ ჩემი გოგოსთვის დაუძახია ერთი წუთით მოდიო. იცნობდა ბავშვი და მივიდა. დაუჭერია მკლავებით, მიუხუტებია გულის მხარეს და უთხრა წამოდი ჩემთან სახლში მოგესიყვარულოო. ბავშვმა რომ გამოიწია მკლავში მოჰკიდა ხელი და სახლში მიათრევდა” – ამბობს მოზარდის დედა.
მოზარდის დედის თქმით, ბავშვმა სავარაუდო მოძალადეს თავი დააღწია და სახლში დაბრუნდა რის შემდეგაც ოჯახმა პოლიციას მიმართა.