“წარდგენილი ბრალი არ მიღიარებია” – ვაჟა გაფრინადშვილის პრესკონფერენცია (ვიდეო)

ვაჟა გაფრინდაშვილმა  რამდენიმე წუთის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მას არ უღიარებია წარდგენილი ბრალი.  ვაჟა გაფრინდაშვილმა ასევე განაცხადა, რომ შეწყალების თხოვნა გუშინ საღამოს 7 საათზე, თუმცა რბალი არ უღიარებია.

“ჩემი აზრით წელიწადი და 9 თვე მომისაჯეს არა საქციელის გამო, არამედ იმისთვის, რასაც ვამბობდი. ჩემი პოზიცია იყო პირველივე დღიდან ის, რომ მე არ დამიტოვებია საქართველოს საზღვარი. მე ვიცი როგორ ხდება საზღვრის გადაკვეთა. პირველივე დღესვე ვეუბნებოდი რომ არ დამიტოვებია საქართველოს ტერიტორია, რომ მე ვიყავი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის მიერ. ერთ-ერთი მთავარი მიზიეზი რაც იყო, ესაა ჩემი ავადმყოფის ნახვა. ვერ ვიტყვი გვარს… რომ დამაკავეს იქ ვუთხარი მიზეზი, რომ ეკლესიის ნახვა მინდოდა სოფელ მონასტერში”- განაცხადა გაფრინდაშვილმა. 

{{VIDEO}}

ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს. ოკუპანტები ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი ამ ბრალდებას არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა.