“წარმატებული დიზაინერების ინკუბატორი”- “Vogue” თბილისზე სტატიას აქვეყნებს

პოპულარული გამოცემა Vogue საკუთარ მკითხველს საქართველოს დედაქალაქზე სტატიას სთავაზობს.

„საუკეთესო ქუჩის სტილი თბილისის მოდის კვირეულიდან“ – ამ სათაურით ქვეყნდება სტატია Vogue-ის ფურცლებზე.  პოპულარული გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით იმოგზაურა და “Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi”-ის მოდის კვირეულს დაესწრო.

„საქართველოს დედაქალაქი ბოლო წლებში წარმატებული დიზაინერების ინკუბატორად იქცა, ადგილობრივი დიზაინერები გამოირჩევიან თამამი, ულტრათანამედროვე ქუჩის სტილით, საქართველოში მოდა ყოველთვის მოწინავე პოზიციებზეა, ეს არის დემნა გვასალიას სამშობლო“, – წერს Vogue -ის ჟურნალისტი რადიკა სეთი.