წარწერა: „რუსეთი ოკუპანტია“ რუსი ტურისტების გაღიზიანებას იწვევს

გიორგი იოსავა საკთარ ფეისბუქზე აქვეყნებს რუსი ტურისტების მიერ დაწერილ რევიუს. რუსმა ტურისტმა ცუდი რევიუ  სალობიე “ბიას” დაუწერა.  ცუდი რევიუ გულისხმობდა უკმაყოფილებას იმაზე რომ სალობიეში შესვლისას  მას დახვდა სტიკერი წარწერით “რუსეთი ოკუპანტია”  რუსი ტურისტი წერს:

„ტრიპედვაიზორის“ ვერსიით, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ქართული სამზარეულოს დასაგემოვნებლად მივედით. მის კარზე ჩვენ დაგვხვდა წარწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია. რისთვისაა ეს ყველაფერი საჭირო? ან აუკრძალეთ რუს ტურისტებს თქვენთან ჩამოსვლა, ან მოხსენით ეს წერწერა. მიუღებელია ასეთი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, ვის ხარჯზეც თქვენ ცხოვრობთ“.

ეს მოსაზრება სალობიე „ბიას“ ოფიციალურ გვერდზე დაწერეს და როგორც გიორგი იოსავა აღნიშნავს, „ფეისბუქზე“ მორიგი ერთიანი მიიღეს შეფასებად რუსეთიდან ჩამოსული ტურისტისგან. 

“ეს მთავრობა რას მიკეთებს ? საზღვარზევე აუხსნან, ვინ და რატომ არის ოკუპანტი, რათა ქალაქის შუაგულში არ გვიწევდეს ამის ახსნა და მათთვისაც აღარ იქნება მოულოდნელი “შოკი””- წერს გიორგი იოსავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.