“წასულია ჩემი საქმე.კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა არ ამცდება“–ირაკლი ოქრუაშვილი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერი ირაკლი  ოქრუაშვილი მისი საქმის ახალ მოწმეზე ფეისბუქ სტატუსში წერს. ოქრუაშვილის განცხადებით მის საქმეში ახალი მოწმე მიხეილ ქარელია:

„წასულია ჩემი საქმე. კოცონზე დაწვა თუ არა, უვადო პატიმრობა ნამდვილად არ ამცდება. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოკრა განკითხვის ჟამმა. სულ მეშინოდა, რომ პროკურატურა იმ ,,ერთადერთ’’ ..ნამდვილ’’ და ..პირდაპირ მოწმეს’’ ადრე თუ გვიან , მაინც იპოვიდა , რომელიც რობაქიძის საქმეში ჩემს მონაწილეობას დაადასტურებდა.

Be hold!!!
აი ისიც- მიშა ქარელი.
ერთ -ერთ სუფრაზე 15 წლის წინ, სადაც მეც ვიჯექიო, ოქრუაშვილმა გამოაცხადა თუ როგორ დაავალა რობაქიძის საქმის ფაბრიკაციაო. ოღონდ, არც ის მახსოვს, რომელ რესტორანში იყო სუფრაო და არც ის, სუფრის სხვა წევრები ვინ იყვნენო.

ორი რამ ვერ ვისწავლე ცხოვრებაში:
ერთი, სუფრაზე, რომ არ უნდა ვილაპარაკო ყველას გასაგონად ეგეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები და მეორე, ღორის ტილი თავზე არ უნდა დაისვა, თორემ ბოლოს თავზე დაგაჯდება.

ჩემი თავი ჯანდაბას, ეხლა მხოლოდ ივანიშვილი მეცოდება. კაცი 8 წლის წინ ალასანიას, უსუფაშვილის და მსგავსი გაქანების ხალხის იმედად იყო. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, თამარ ჩუგოშვილის იმედად.
2020 მიშა ქარელის იმედად დარჩა.

საქართველოს პროკურატურავ,
პლანს რომ ეწოდით ვიცოდი, მაგრამ თქვენ თურმე კოკაინის ყნოსვაზე გადასულხართ. ცოტა დოზებს დაუკელით, თორემ ფარცხალაძის და ნაცვლიშვილის დოზებით დაიხოცებით და თქვენც მეცოდებით.“– წერს ფეისბუქზე ირაკლი ოქრუაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წის 19 ნოემბერს ბრალი წაუყენა ბუტა რობაქიძის საქმეზე. 

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოებული გამოძიების შედეგად, ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის მიმართ გამოტანილია დადგენილება მათი ბრალდების შესახებ.“

ბრალის წაყენების მომენტისთვის ოქრუაშვილი უკვე დაპატიმრებული იყო. ის 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებშის გამო დააკავეს და ბრალად წაუყენეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძვანელობა და მასში მონაწილეობა.