“წავა გახარია აბა რას იზამს, ოღონდ არა ციხეში არამედ პრემიერად”- ირინა სარიშვილი

პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში გახარიას მოსალოდნელ გაპრემიერებას ეხმაურება. 

„თვით დიდი რუსეთის მონაწილეობით იდგმება უკვე სპექტაკლები გახარიას გასაპრემიერებლად. ნუ ეგრე წავა გახარია აბა რას იზამს, ოღონდ არა ციხეში არამედ პრემიერად. ეგრე შეიძლება რიგგარეშე არჩევნებიც დაინიშნოს სანამ ოპოზიცია გონზე მოსულა და ერთმანეთს ჭამს და დარჩენილი 1 წლის ნაცვლად ამ ვირთხების ხროვამ დამატებითი 4 წელი მიიღოს.
რამდენ ხანს ვაპირებთ ამ ფარსში მონაწილეობას?!, – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.