წავკისი-თბილისის გზაზე ავარიას 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას წავკისი-თბილისის გზაზე, 3 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას რუსთავი2 ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 18, 20 და 23 წლის ბიჭები დაბადების დღიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. 

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა, კედელს დაეჯახა და ამოტრიალდა. მგზავრები კი მანქანიდან გადმოცვივდნენ.

სამივე ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე გვიანობამდე მობილიზებული იყვნენ სამაშველოს, სასწრაფოს და პატრულის ეკიპაჟები. მიმდინარეობს გამოძიება.