“წელიწად-ნახევარი გავიდა და კვლავ არ ვიცით რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი”,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
450-გვერდიანი ანგარიში ნინო ლომჯარიამ ადამიანის უფლებათა კომიტეტს წარუდგენა. ანგარიშში მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა განხილული.
„უკვე წელიწადნახევარი გავიდა გარდაცვალების მომენტიდან, სამწუხარო ტრაგიკული შემთხვევიდან და ჩვენ კვლავ არ ვიცით გამოძიების პასუხები, რა ვითარებაში დაიღუპა თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს იწვევს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მღელვარებას და პროტესტის გრძნობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დრო იყო საკმარისი იმისთვის, რომ გარკვეული შედეგები და პასუხები არსებობდეს გამოძიების მხრიდან,“ – განაცხადა ლომჯარიამ.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი წელიწადნახევრის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა, რამდენიმე დღის შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.