„ქაცარავა ჩრდილში რომ გადააბან, ურიგო არ იქნება” – ამ სტატუსით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის დავით ქაცარავას განცხადებას, რომლის თანახმადაც ანტისაოკუპაციო მოძრაობამ რუსული დრონის განეიტრალება მოახერხა. ჩერგოლეიშვილი ქაცარავას და მის გუნდს წესიერად მოქცევისკენ მოუწოდებს.
ჩერგოლეიშვილს ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი, ჟურნალისტი ლაშა ბერულავა გამოეხმაურა:
„ახლა ჩვენ შსს-მ რომ პატრულირება აგვიკრძალოს, ვთქვათ, ხვალიდან, რის მიზეზს ისედაც ეძებენ, შენი ეს პოზიცია სასარგებლო იდიოტიზმი იქნება თუ არა?“
ჩერგოლეიშვილი პასუხობს, რომ მათ შორის იდიოტი მხოლოდ დავით ქაცარავაა.
“ნებისმიერი თვითნებური ქმედება მსგავსი ჯგუფების მხრიდან უნდა აღიკვეთოს – ასე იზამდა ვანო, ასე ვიზამდი მე, მთავრობაში რომ ვიყო.
პასუხისმგებლობა სახელმწიფოზეა და არა ვიღაც შერეკილ ქაცარავაზე ან ბერულავაზე.”-წერს ჩერგოლეიშვილი.