“წინასაახალწლოდ ლარის “ინდაურის” კურსი დადგინდა“–გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი ლარის გამყარებას წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებს:

“წინასაახალწლოდ საქართველოში ლარის “ინდაურის” კურსი დადგინდა. როგორც ივანიშვილი გვთავაზობს, ევროპაში მომუშავე ქართველებმა ას-ასი დოლარი გამოგზავნეს, ვიღაცამ მუთაქიდან ამოიღო, ვყიდულობთ ინდაურებს და ლარიც მყარდება.

ასე რომ, როგორც ყოველთვის, ინდაური ლარის სტაბილურობის საქმეში ეროვნულ ბანკსა და მთავრობაზე ეფექტური აღმოჩნდა.“– ამბობს ხუხაშვილი.

ლარი ბოლო დღეების განმავლობაში მკვეთრად გამყარდა და დოლართან მიმართებაში 2.90 შეადგინა. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს მათი “კოორდინირებული და მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.“