უკრაინაში ამომრჩეველთა ხმების 40% დათვლილია, ხმების 30.23 % შოუმენი ვლადიმერ ზელენსკიმ მიიღო.
შედეგებს უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მეორე ადგილზეა ხმების 16.65%-ით.
ოპოზიციური პარტია “ბატკივშინას” ლიდერი იულია ტიმოშენკო მესამე ადგილს იკავებს ამომრჩეველთა ხმების 13.14%-ით.
წინასწარი მონაცემებით, არც ერთ კანდიდატს 50 %-ს პლუს 1 ხმა არ მიუღია, ამიტომ სავარაუდოა, რომ ორ კვირაში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გუშინ 31 მარტს ჩატარდა.
ექსპერტები უკრაინის პრეზიდენტობას ვლადიმერ ზელენსკის უწინასწარმეტყველებენ, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლებს პირადად ხვდებოდა და სატელევიზიო აქტიურობით არ გამოირჩეოდა.