“გირჩის” აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობით დაიძრნენ. წარწერებით – „წმინდა ბიძინა“ „გირჩის“ მხარდამჭერებს ფოტომონტაჟით დამზადებული „ივანიშვილის ხატები“ უჭირავთ.ბიზნესცენტრთან აქტივისტებმა უნდა შეასრულონ სიმღერა „ვხედავ მეცხვარეს“.
დღეს, 7 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით საპროტესტო აქცია პარლამენტთან გადაინაცვლებს. დაანონსებული გეგმის მიხედვით, დღეს პროტესტის მონაწილეები პარლამენტის სამივე შესასვლელის პიკეტირებას გეგმავენ.