სალომე ზურაბიშვილი წმინდა ნინოს გზას დაადგა მსვლელობას, რომელიც დღეს, ნინოობის დღესასწაულზე, ფოკაში დაიწყო, წინ ჯვრით ხელში გამოუძღვა. პრეზიდენტი წუხელ ფარავნის ტბასთან ჩავიდა, დილით კი ფოკას მონასტერში წირვას დაესწრო. ამის შემდეგ დაიწყო მსვლელობა იმ მარშრუტით, რომლითაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა და ქრისტიანობა შემოიტანა.
მრევლის და სასულიერო პირების 42-დღიანი ლოცვითი მსვლელობა სვეტიცხოველში 12 ივლისს დასრულდება. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი მარშრუტის ბოლომდე მომლოცველთა რიგებში არ დარჩება.
მომლოცველების მსვლელობა ქართლის მიმართულებით გრძელდება, ისინი მტკვრის სანაპიროს მოუყვებიან.
სალომე ზურაბიშვილი, წმინდა ნინოს ჯვრით 42-დღიან ლოცვით მსვლელობას რამდენიმე საათით შეუერთდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ ქვეყნის პრემიერი და მინისტრებიც.