წმინდა სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეწყალებისთვის პრეზიდენტთან უშუამდგომლებს

წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს უშუამდგომლოს პრეზიდენტთან გათავისუფლების შესახებ, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა. 
ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ამბობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ის მღვდელმთავრობიდან გადააყენა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თავად განუცხადა, როდესაც სინოდის სხდომა დატოვა. მიტროპოლიტის თქმით, ეს გადაწყვეტილება უპრეცედენტოა და ის ერთპიროვნულად მიიღო ილია მეორემ.