სინოდის სხდომა 31 ოქტომბერს გაიმართება. ამის შესახებ ამ წუთებში საპატრიარქოში განცხადებას მიქაელ ბოტკოველი აკეთებს.
მისი თქმით, სწორედ სინოდის სხდომაზე გაირკვევა დაიწყება თუ არა ეკლესიის წიაღში ბოლო დროის მოვლენებზე მსჯელობა. მანამდე კი მეუფე იაკობი რჩება სინოდის წევრად.
„ზეგ, 12 საათზე წმინდა სინოდის სხდომა ჩაინიშნა. მე, როგორც უწმინდესი წარმომადგენელი, მისი კურთხევით ვაკეთებ ამ განცხადებას. მეუფე იაკობი არის წმინდა სინოდის წევრი და ის დაესწრება. მან გადაიხადა ფასი გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას პატრიარქის გადაგომის შესახებ, ეს სიცრუეა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.