წნორში დისშვილმა დეიდა შეშით მოკლა – მკვლელობის ახალი დეტალები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში დისშვილის მიერ მოკლული ქალი 50 წლის ირინა ხალილოვაა.არსებული ინფორმაციით, კაცმა დეიდა თავში შეშის ნაჭრის ჩარტყმით მოკლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ინციდენტი უძღოდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დეიდას ფულს სთხოვდა, რის შემდეგაც მას სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.

მათივე თქმით, მამაკაცი ხშირად სვამდა და ქალს ფულისთვის აკითხავდა.მამაკაცი უკვე დაკავებულია.  მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.