“გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია,1 აპრილიდან ამოქმედებულ ახალ კანონს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა.
“წუხელ მოვწიე მარიხუანა და ვარ კრიმინალი, ზუსტად ვიცი, რომ ჩემ სხეულში აუცილებლად იქნება მარიხუანის ნაწილაკები, რაც ქვეყნის
კანონმდებლობით არის დანაშაული. მიუხედავად იმისა, რომ ორი საკონსტიტუციო სასამართლო მაქვს მოგებული, კრიმინალი ვარ, რადგან აქვე მდგომმა პატრულმა შეიძლება, ნარკოტესტი ჩამიტაროს. მე ვაპირებ, პოლიცია დავარწმუნო იმაში, რომ პოლიცია ამისთვის არ გვჭირდება. პოლიცია სხვა რამისთვის გვყავს დაქირავებული და ბოროტი ადამიანები, რომლებიც ასეთ კანონებს იღებენ, ქართულ პოლიციას სახელს უტეხენ“- ამბობს იაგო ხვიჩიამ.