იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების კანდიდატები პენიტენციურ სამსახურთან და იუსტიციის სამინისტროსთან შეჯერებული არ ყოფილა.
“როდესაც სახეზეა პოლიციელის, ჯარისკაცის, ესკორტის ოფიცრის ან ისეთი ადამიანის მკვლელობა რომელიც არის სახელმწიფოს სახე, მათი სიცოცხლის ხელყოფისთვის დაკავებულების შეწყალება არ მოხდეს, მე ამას ვისურვებდი”, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული პირი შეიწყალა.