იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აღარ გადადგება გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
წულუკიანი ამბობს, რომ სადავო საკითხზე გუნდში შეთანხმება შედგა. სწორედ სადავო საკითხებს ასახელებდა ის გუშინ და დღეს გადადგომის შესაძლო მიზეზად.
“როგორც იცით, არსებობდა გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა, ჩვენ შევძელით და პოზიციების გაცვლა დავასრულეთ. დისკუსია დასრულებულია, პოზიციები შეჩერებულია და თემა არის ამოწურული და შესაბამისად, ვაგრძელებთ ერთიანი გუნდის, ერთიანი პოზიციის პირობებში მუშაობას”, — განაცხადა წულუკიანმა და ბრიფინგის ოთახი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებს კითხვის დასმის შესაძლებლობა აღარ მიეცათ.