qartli.ge-ის ინფორმაციით სასმელის წყლის პრობლემების მოსაგვარებლად კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი ფერისცვალების დღესასწაულს ელოდება.
გამოცემის ინფორმაციით, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ კავთისხევში, ქვემო ჩოჩეთის უბანში, სასმელი წყალი ორ დღეში ერთხელ მიეწოდებათ, ისიც მხოლოდ 1 ან 2 საათის განმავლობაში.
„19 აგვისტოს ფერისცვალების დღესასწაულია, სწორედ ამ პერიოდიდან იწყებს ტემპერატურა დაწევას, ნალექი მოვა, მიწაში წყალი მოიმატებს და მოსახლობას სასმელი წყლის პრობლემები მოეხსნება“- განაცხადა კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა.