წყალტუბოში ახლაგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა

წყალტუბოში ახალგაზრდა გოგონამ შეყვარებულის საფლავზე თავი მოიკლა,– ამის შესახებ ინფორმაციას „თაიმერი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილმა გოგონამ სასაფლაოზე თავი ჩამოიხრჩო.

ორი თვის წინ, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში, გოგონას შეყვარებული მამაკაცი ავტოავარიაში დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.