წყალტუბოში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

წყალტუბოში ავტოავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ქალი ქვეითად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.