წყალტუბოში გარდაცვლილის სახლში ფურცელი იპოვეს, რომელზეც მისი გარდაცვალების დრო და ადგილი წერია

წყალტუბოში  მომხდარი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გარდაცვლილის ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის სახლში იპოვეს ფურცელი, სადაც მისი  გარდაცვალების დრო და ადგილი ეწერა.

სწორედ ამიტომ, ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ უბედური შემთხვევის მიზეზი კომპიუტერული თამაში გამხდარიყო.

სკოლაში, სადაც მოზარდი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ის ბოლო პერიოდშისკოლაში იშვიათად დადიოდა და გულჩათხრობილი იყო. 

შეგახსენებთ, 18 წლის ბიჭმა  წყალტუბოში სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა. ბიჭი სახურავიდან გადმოვარდნილი იპოვეს.  გარდაცვალების შემდეგ  კი დედამაც თავი მოიკლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის დედა თურქეთში, ხოლო მამა ყაზახეთში ცხოვრობდა.