წყალტუბოში, მე-15 უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყვეტილია. მიზეზად ხმის მთვლელი ელექტრონული მოწყობილობის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.
როდის განახლდება საარჩევნო პროცესი კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
წყალტუბოსა და კიდევ 7 მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ესენია ადიგენი, ახმეტა, ზესტაფონი, ჭიათურა, ტყიბული და ოზურგეთი.