ჟვანიას მოედანი ისევ დაიტბორა. მგალობლიშვილის ქუჩაზე წყლის მილი კვლავ დაზიანდა.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია.
შეგახსენებთ, წყლის ცენტრალური მილის დაზიანების გამო, 2 დღის წინ მგალობლიშვილის ქუჩაზე გზა ჩაინგრა და სამი მანქანა ჩაიყოლა. “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მილის შეკეთება გუშინ დაასრულა.