შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტთან აქციის დაშლის დროს წყლის ჭავლი გამოიყენა არა საპატრულო პოლიციამ, არამედ შსს-ს შესაბამისმა დანაყოფებმა.
უწყებაში განმარტავენ, რომ ვაჟა სირაძე განცხადებაში, რომ წყლის ჭავლი არ გამოუყენებიათ, პოლიციურ ძალების გულისხმობდა და არა შესაბამისი დანაყოფის მოქმედებას.
“საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ არ ყოფილა გამოყენებული სპეციალური საშუალებები რის შესახებაც ისაუბრა საპატრულო პოლიციის დირექტორმა, აღნიშნული საშუალებები გამოყენებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ” – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ განაცხადა, რომ აქციის დაშლისას პოლიციას სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი არ გამოუყენებია.
“გუშინ დაიწყო საპროტესტო აქცია და გადაიზარდა კანონდარღვევაში, ვინაიდან გაკრვეულმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების პიკეტირება. მათ მიეცათ გონივრული ვადა, რაზეც არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას. შესაბამისად, პოლიციური ძალები გამოვიდნენ და აღნიშნული პირები ჩამოიყვანეს რუსთაველის გამზირზე. ყოველგვარი ძალადობის და სპეციალური საშუალების გამოყენების გარეშე, მათ შორის წყლის” – აცხადებს სირაძე.