წყნეთში მამის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 37 წლის სოსო ცერექაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.საქმე წყნეთში მომხდარ მკვლელობას ეხება. როგორც ცნობილია ბრალდებულმა საკუთარ მამას  65 წლის გივი ცერექაშვილს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

შემთხვევა 9 აპრილს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, სოსო ცერექაშვილმა მამას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკეთას ითვალისწინებს.